პროექტის აღწერა
პროექტის სახელი:
მათემატიკური ვიქტორინა მე–6 კლასში
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეთათვის ვიქტორინის ჩატარება თემაზე:–
მოქმედებები ნატურალურ
რიცხვებზე.
პროექტის სრული აღწერა: პროგრამული თემის შერჩევის შემდეგ ვგეგმავთ
მათემატიკურ ვიქტორინას
სათანადო პროგრამული მოთხოვნების
გათვალისწინებით.
მოსწავლეთა ასაკი:
მე– 6 კლასი
. 12 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა :
2011 წლის ოქტომბერ – დეკემბერი.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პროექტის განხორციელების პროცესში
ჩაბმულია საგნის მასწავლებელი,
კლასის ხელმძღვანელი და
მათემატიკის კათედრის წევრები.
კლასის თითოეულ მოსწავლეს დაევალათ
შეედგინათ,მოეძიათ ამოცანები
მათემატიკური ვიქტორინის ჩასატარებლად
5 – 5 ცალი. გამოეყენებინათ
მე–5 კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო,მოსწავლის
სამაგიდო წიგნი ,
მათემატიკა სერიოზული, მათემატიკა
სახალისო.
აქტიური მოსწავლეები
და გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდებიან
ქების სიგელით.
კლასი გაიყოფა ორ ჯგუფად,
თითოეულ ჯგუფში იქნება 15 მოსწავლე.
ერთი ჯგუფის თითოეული მოსჭავლე
კითხვას დაუსვამს მეორე ჯგუფის
თითოეულ მოსწავლეს და პირიქით.
გამარჯვებული იქნება ის ჯგუფი
რომელიც მეტ ქულას მოაგროვებს.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიქმნება
ბლოგი. მოოსწავლეები ერთმანეთს
უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს,
მოაწყობენ სურათების სტენდს
ვიქტორინის ფოტო მასალის შესახებ.
ვიქტორინა ხელს შეუწყობს
მოზარდს გონებრივი უნარ ჩვევის
განვითარებაში.გაიუმჯობესებენ
მოძიების, ანალიზის და კვლევის
წარმოების, საკუთარი აზრის
დაცვის უნარ– ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ
მუშაობას და გახდებიან უფრო
კომუნიკაბელური.
ვიქტორინა ხელს შეუწყობს
ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული პირველი სტანდარტის
პირველი შედეგის , პირველი
მეორე და მესამე ინდიკატორის
მიღწევაში.
სამუშაო ენა : ქართული.
საგნებთან კავშირი:–ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეები
გაიღრმავებენ ცოდნას მათემატიკაში, ქართულში, გეოგრაფიაში,ისტორიაში
საინფორმაციო ტექნოლოგიებში, უნარ– ჩვევე3ბში და სრულად იქნება
შესაბამისობაში ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან.
სარგებელი სხვებისთვის:
პროექტის პრაქტიკული სარგებელიმ იქნება
მოსამზადებელი ბუკლეტები, რომლებსაც
საჭიროების შემთხვევაში
გამოიყენებენ სხვა მოსწავლეები.
პროექტის ფასილიტატორის სახელი: მზია დათუნიკაშვილი.
პროექტის ვებ–გვერდი; http:// samckge- javkhett.
Blogspot.com.
რუისის მე–2 საჯარო სკოლა.
No comments:
Post a Comment