Sunday, 8 May 2011

კლასის რემონტი

პროექტის სახელი: კლასის რემონტი.
პროექტის მოკლე აღწერა: კლასის ინტერიერის შეცვლის მიზნით მოსწავლეებმა თვითონ გადაწყვიტეს და შექმნეს თავიანთი კლასის გარემონტების გეგმა.
პროექტის სრული აღწერა:  მოთათბირების შემდეგ მოსწავლეებმა გადაწყვიტეს,თუ რისი შეცვლა სურთ კლასში.შეადგენენ ჩამონათვალს, თუ რა სამუშაოებია შესასრულებელი. შექმნეს ჯგუფები რომლებიც შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
I.                    ჯგუფი  – გაზომავენ შესაღები თუ გასალესი ზედაპირის განზომილებებს და გამოითვლიან მათ ფართობებს და პერიმეტრებს საჭიროებისამებრ.ასევე დაითვლიან საჭირო მასალების რაოდენობას.
II.                 ჯგუფი –  რაიონის მაშტაბით, მოსწავლეები მოიძიებენ და ორიენტირდებიან, თურომელ ობიექტში შეძლებენ საჭირო მასალების შეძენას. შეარჩევენ ჯანმრთველობისთვის უსაფრთხო მასალებს.
III.               ჯგუფი –დანახარჯის ეკონომიის მიზნით შეადგენენ ხარჯთაღრიცხვას, ცხრილების  დახმარებით.
მონაწილეობენ – მე–8 კლასის მოსწავლეები
ვადა: 1–2 თვე.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს ისწავლიან თავიანთი და სხვისი აზრის დაფასებას.გაზომავენ, დაითვლიან,აღწერენ და გაამზადებენ, გარემონტების ბიზნეს გეგმას. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთ თანამშრომლობას და გახდებიან  უფრო კომუნიკაბელური.
სამუშაო ენა  – ქართული.
საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: – მათემატიკა,ხატვა, ქიმია, გეოგრაფია. მოსწავლეები იყენებენ გეომეტრიულ ფიგურათა თვისებებს,პოულობენ ფიგურის ფართობებს და პერიმეტრს . აგროვებენ მონაცემებს  და წარმოადგენენ ცხრილის სახით.იყენებენ განტოლებებსა და უტოლებების თვისებებს ხარჯთაღრიცხვის ამოცანების გადაწყვეტისას. რუკის დახმარებით ორიენტირდებიან რაიონში.
საჭირო მასალა: ფანქარი,სახაზავი ფურცლები, კალკულატორი, საღებავი, გუაშები, დანა,საღებავის ფუნჯი, ქაფჩა, კიბე, კომპიუტერი.
პროექტის ხელმძღვანელი: მზია დათუნიკაშვილი
ელ.ფოსტა: mzia.datunikashvili@gmail.com
ბლოგის მისამართი:  http://mziadatunikashvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment